ხელოვნება ისეთივე მრავალფეროვანია,როგორც ჩვენი ცხოვრება. იგი სინამდვილის,ან იდეების ანარეკლია. სინამდვილის ასახვა შეიძლება მოხდეს სიტყვით(მხატვრული ლიტერატურა), ბგერით(მუსიკა), ხილული სახეებით(სახვითი ხელოვნება).სიტყვა "ხელოვნება" ქართულ ენაში დაკავშირებულია "ხელთან", ლათინურ-ფრანგულში - "ოსტატობასთან", გერმანულში - "შეძლებასთან", რუსულში - "გამოცდასთან". ხელოვნება, ესაა აზროვნება სახეებში. ხელოვნების ნაწარმოებებს რომ განვიხილავთ, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჩანაფიქრი, მონახაზი, პერსპექტივა, ტექნიკა, კომპოზიცია, პროპორცია, შესრულება, ტონი და სხვა.სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ.
სად და როდის შეიქმნა ხელოვნება,ამის განსაზღვრა მაინც შეუძლებელია. ის იქმნებოდა და ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე, თითქმის ყველგან, სადაც ადამიანი არსებობდა. ხელოვნების ნაწარმოების აღქმა-გაგებაში თვალთან ერთად გარკვეულ როლს ასრულებს შეხება, სმენა, პოეტური მეტყველება(მუსიკის ენა).
ხელოვნების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქმულა. მაგალითად, ნიცშე ადამიანს ადარებს მოზიდულ მშვილდს."მშვილდი რომ არ დაიმტვრეს, არსებობს ხელოვნება" - ამბობს ნიცშე. საპირისპირო მოსაზრება აქვთ გამოთქმული სხვა მოაზოვნეებს. ჰეგელი ვარაუდობდა, რომ ხელოვნებამ თავისი დრო მოჭამა. გასულ საუკუნეებშიც ითქვა ხელოვნების დრო წავიდა, ღმერთების რწმენა დასრულდა და უღმერთოდ ხელოვნებას არსებობა არ შეუძლიაო. იტალიაში ფუტურისტებმა მუზეუმების დახურვაც კი მოითხოვეს, თუმცა ხელოვნება დღემდე არსებობს და ვითარდება
ხელოვნების ძირითადი დარგები:
მხატვრობა
სიტყვა ”მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიულ გამოქვაბულის სურათებით დაწყებული, თანამედროვე სამხტვრო გალერეის კედელზე დამოკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ფრანგი მხატვარი მანე ისე აღაშფოთა ერთ–ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრებები აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას. სხვების აზრი, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა. ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათებით ტკბობა სურთ.ამ საკითხთან დაკავშირებით იმპრესიონისტებს ცხარე დებატები ჰქონდათ. მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ცხოვრების სცენების ხატვა იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა.
მე წარმოგიდგენთ იმ მხატვართა მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს და ნახატებს,რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს:
ვინსენტ ვან გოგი
გენიალური მხატვარი, ვინსენტ უილიამ ვან გოგი, დაიბადა 1853 წლის 30 მარტს ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში,რომელიც სამხრეთ ნიდერლანდებში მდებარეობს.მან თითქმის ყველა შედევრი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა. ვან გოგის მშობლები იყვნენ, ანა კორნელია კარბენტუსისა და თეოდორუს ვან გოგის. თეოდორუსი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს, რომელსაც 1811 წელს ლეიდენის უნივერსიტეტის საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმეტყველების ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, არაპატიოსანი პიროვნება იყო, ვინსენტს კი პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად. მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესქსწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართლებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა. ორი წლის შემდეგ თავი მოიკლა.
ირისები
მზესუმზირები
ლეონარდო დავინჩი
დავინჩის ცნობილი ნახატია მონა ლიზა,იგივე ჯოკონდა. მონა ლიზა დავინჩმა დახატა ფრანჩესკო დელჯიოკონდას შეკვეთით. მონა ლიზა იყო ფრანჩესკოს ცოლი, რომელიც იყო მოდელი.ბევი მხატვრის შედევრი გამხდარა ქურდობის მსხვერპლი.არც ეს სურათია გამონაკლისი.ამ სურთის მოპარვის ფაქტი ხელოვნების ნაწარმოებთა ქურდობებს შორის ერთ–ერთი ყველაზე სკანდალურია. წლების განვმალობაში პორტრეტი პარიზის ლუვრის მუზეუმში ეკიდა. 1911 წლის 21 აგვისტოს მუზეუმის დაკეტვის შემდეგ “მონა ლიზა” მუზეუმის ერთ–ერთმა მუშამ ჩამოხსნა და სწრაფად გაუჩინარდა. პოლიცია სურათს მთელ საფრანგეთში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში, ექვს მდიდარ ამერიკელს დაახლოებით 300–300 ათასი დოლარი დასტყუეს “მონა ლიზას ასლების სანაცვლოდ, შესაძლოა, ქურდობის ნამდვილი მიზეზი სწორედ ეს იყო.1913 წელს ვინჩენცო პერუჯამ ანტიკვარიატით მოვაჭრეს განუცხადა, რომ “მონა ლიზა” მას ჰქონდა. დაეჭვებულმა ანტიკვარმა სურათის ჩვენება მოითხოვა, ამიტომ პერუჯამ ის სასტუმროში წაიყვანა და ჩემოდნის საიდუმლო განყოფილებაში დამალული დახვეული სურათი აჩვენა. ანტიკვარმა პოლიციას უხმო და პერუჯა, რომელსაც ჯილდოს იმედი ჰქონდა დააპატიმრეს. მან აღიარა , რომ პორტრეტი ლუვრში მუშაობის დასრულების შემდგ მოიპარა. პერუჯა მკაცრ სასჯელს გადაურჩა, ვინაიდან განაცხადა ,რომ მხოლოდ სურათის იტალიისთვის დაბრუნება სურდა. მას მინიმალური სასჯელი შეუფარდეს, სურათი კი ლუვრში დააბრუნეს, სადაც დღესაცაა გამოფენილი.
თეატრი
ტერმინი თეატრი ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
ქართული თეატრის ისტორია
ქართულ თეატრს აქვს გრძელი ისტორია. თეატრის უძველესი სახეობა იყო "სახიობა" (ძვ.წთ. III საუკუნდან ახ. წთ. XVII საუკუნემდე). ქართული ნაციონალური თეატრი დაარსდა 1791 თბილისში, მწერილის, დრამატურგის და დიპლომატის გიორგი ავალიშვილის მიერ (1769-1850). XX საუკუნეში რუსთაველის თეატრში იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეჩტის საერთაშორისო წარმოდგენები.ქართული თეატრის ისტორია წარმოუდგენელია "მარჯანიშვილის თეატრის" გარეშე. თეატრი დაარსდა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს ქუთაისში. თეატრმა ეს სახელწოდება მიიღო კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს. ანტიკური, თანამედროვე და კლასიკური დრამები ამჟამადაც იდგმება თეატრის სცენაზე. ყველა ეს წარმოდგენა არის არის უნიკალური და თეატრის სიამაყე. მარჯანიშვილის თეატრი საზღვარგარეთ ხშირად მიდიოდა გასტროლებზე. წარმატებული გასტროლები კვალს ტოვებდა ქართულ ნაციონალურ კულტურაში. ქართველი მაყურებელი არის პრიორიტეტი მარჯანიშვილის თეატრისთვის.
კინო
კინოხელოვნება არის ვიზუალური ხელოვნების დარგი დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.
ქართული კინო
პირველი კინო საქართველოში დაარსდა თბილისში, 1886 წლის 16 ნოემბერს. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი (აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა –ლეჩხუმში) გადაიღო ვასილ ამაშუკელმა 1912წ. ამის შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავამ 1916 წელს გადაიღო მხატრული ფილმი "ქრიტინე".

ბალეტი
ბალეტი სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო
ბალეტის ისტორია
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი",1518 მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა.
![]() |
რატომ გაჩნდა ხელოვნების სხვადსხვა დარგი? შეგიძლიათ მითხრათ?
ReplyDelete